ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
16-01-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს, ახალს კი საზეიმოდ შეეგებნენ. 

სკოლაში წინასაახალწლოდ ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. პედაგოგებმა მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩართეს და დღესასწაული კიდევ უფრო გაუხალისეს. 

სკოლის სპორტის მასწავლებელმა, გელა ტაბატაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა 2022 წელს სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები.

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ 2023 წელს უსურვებენ. 

„ასე, მხიარულ და სასიამოვნო ვითარებაში გავაცილეთ ძველი წელი და ვიზეიმეთ ახალი, 2023 წლის მობრძანება. მრავალ ახალ წელს დაგასწროთ უფალმა, კიდე ერთხელ გილოცავთ ყველას, სულ წარმატებულ და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ჩვენო ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203