ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა გურკელის საჯარო სკოლაში
16-01-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ახალ წელს ღონისძიებით შეხვდნენ.

სკოლაში ზღაპარი „კონკია“ დაიდგა. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ზღაპრული წარმოდგენა გამართეს. პატარებმა ერთმანეთსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის ბაბუის გარეშე - სასურველი სტუმარი მოსწავლეებს ესტუმრა და დაასაჩუქრა. 

სკოლის დირექცია ახალ წელს მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ულოცავს. 

„ახალ წელს ვულოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი მოსწავლე-ახალგაზრდობას... ვუსურვებთ, გონმრთელობას, ჯანმრთელობას და სულმთელობას, ერისა და ქვეყნის, მამულის სიყვარულს, კარგ სწავლასა და გარჯას, დაე, მომავალი საქართველოს ისტორიის ღირსეული გამგრძელებლები ყოფილიყავით...“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203