ტომაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს
16-01-2023

თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლოდ, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვების საზეიმო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და მათ საინტერესო საზეიმო პროგრამა შესთავაზეს. ბავშვები წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ.

სკოლის დირექცია ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს. 

„გილოცავთ, ახალ 2023 წელს. გისურვეთ, ჯანმრთელობას, სიყვარულს, სიკეთეს და ყოველივე საუკეთესოს. 2023 წელი და ყოველი მომდევნო წლები ყოფილიყოს განათლების წელი ჩვენ ქვეყანაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203