ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება 
16-01-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის ზურა თავდგირიძის და მეექვსეკლასელ ლევანი დავითაძის წარმატებას ზეიმობენ. 

მოსწავლეებმა კატატეში, სახეობა შოტოკანში გამართულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და მოწინავე ადგილები დაიმსახურეს. 

ზურა თავდგირიძემ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა, ლევან დავითაძეს კი მეორე ადგილი ერგო. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. მოსწავლეთა კარატეს (სენსეი) მიწვეული მასწავლებელი გიორგი ტარიელაძე გახლავთ. 

„ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ვულოცავთ ზურა თავდგირიძეს, ლევან დავითაძეს და მათ კარატეს მასწავლებელს - გიორგი ტარიელაძეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ უფრო დიდ წარმატებებს ცხოვრებაში“,-აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203