ხონის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებისთვის წინასაახალწლოდ კულინარიული კონკურსი მოეწყო
16-01-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლოდ, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. 

მე-5 კლასის დამრიგებელმა, ია კინწურაშვილმა მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნა და მოსწავლეებს კულინარიული კონკურსი - „საახალწლო მასტერ შეფი“ შესთავაზა. 

კლასი გაიყო 4 გუნდად, ბავშვებთან ერთად, თითოეულ გუნდში ჩართული იყო ერთი მშობელი. მოსწავლეებმა სახელებიც თავად შეარჩიეს - „მხიარული ბაჭიები“, „რატატუი“, „პატარა მასტერ შეფები“, „ხუთი მხიარული ბაჭია“.

თითოეულმა გუნდმა მოამზადა რამოდენიმე კერძი, როგორც ძირითადი, ასევე დესერტი და წვენები. მათ ნამუშევრებს აფასებდა ჟიური. ღონისძიება იყო შემეცნებითი ხასიათის. კერძების მომზადებასთან ერთად მოსწავლეები საუბრობდნენ საახალწლო სუფრის ტრადიციებზე, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებაზე. შეასრულეს საახალწლო სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები...

ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ სერტიფიკატი გადასცა თითოეული გუნდს.

კონკურსის პირობის თანახმად, ბავშვებმა ნაწილობრივ სახლში მოამზადეს საჭირო ინგრედიენტები და ვიდეოს სახით სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203