„მოგზაურობა სასიტყვეთში“ და „მხიარული რიცხვები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ზამთრის სკოლა მოეწყო
16-01-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას აქტიური, მოტივირებული და მიზანდასახული დირექტორი და პედაგოგები ჰყავს, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მათთვის ზამთრის სკოლა გაიმართა. I-III კლასის მოსწავლეები პედაგოგების - იამზე წულუკიძისა და აზა ნაფეტვარიძის ხელმძღვანელობით, მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ. მათ გაწეული სამუშაო ტომსიკით - „რა მიგვაქვს?“ შეაფასეს. იყო მშობლების უკუკავშირიც.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში წიგნიერების დონე აუმაღლდათ და ტექსტის გაგება-გააზრების უნარები დახვეწეს. გარდა ამისა, მათ მათემატიკაში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება გამოავლინეს, ასევე სათანადო მათემატიკური პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს.
მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლაში მუშაობა დაასრულა ზამთრის სკოლამ „მოგზაურობა სასიტყვეთში" და „მხიარული რიცხვები". მშობლებმა სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს სკოლის დირექციის მიმართ. კერძოდ, ქალბატონ ფაქიზო ფანჩჯლიძისადმი, რადგან იგი ყველაფერს აკეთებდა ზამთრის სკოლის ფუნქციონირებისათვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ ზამთრის სკოლამ მიზანს მიაღწია. ბევრი ლამაზი სიტყვა ითქვა ზამთრის სკოლის მონაწილე მოსწავლეებისადმი. დღე კიდევ უფრო გაგვილამაზა ქალბატონმა ნინო ჯავახაძემ, რადგან მესამე კლასის ბავშვებს საშუალება მისცათ მათემატიკაში ინგლისურად ეაზროვნათ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ზამთრის სკოლა შეიცვლება ზაფხულის სკოლით და კიდევ უფრო ნაყოფიერი და ხანგრძლივი იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს