საგნის ტესტში მაქსიმალური ქულის 50% უნდა დააგროვოთ და რეიტინგულ სიაში მოხვდეთ - „ნაეკი“ ინფორმაციას ავრცელებს
13-01-2023
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყო და დღეს, 13 იანვარს, 16:30 საათზე დასრულდა. ოლიმპიადის მეორე ტურში პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 1000 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობს თითოეულ საგანში.
პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს