ჯვარის N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელმა - ანდრია ჭანტურიამ ჭადრაკის ტურნირში 1-ელი ადგილი დაიკავა
13-01-2023

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ - ანდრია ჭანტურიამ ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზა.

ლუკა დავიანტის სახელობის ტურნირი ჭადრაკში ქალაქ ჯვარში 20 დეკემბერს გაიმართა. სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ აღნიშნულ ტურნირში 1-ელი ადგილი დაიკავა. მან შესაძლებლობები შთამბეჭდავად გამოავლინა და წარმატებაც ღირსეულად მოიპოვა. 

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და მომავალში წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირები და შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203