ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი საინტერესო საგანმანათლებლო პრეზენტაციებით დაასრულეს
13-01-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა სემესტრის მიწურულს საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მათ ისაუბრეს ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვადასხვა დაავადების შესახებ. მათ ერთმანეთს გაფანტული სკლეროზისა და თვალის დაავადებების შესახებ საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს.

საგაკვეთილო პროცესი აღნიშნულმა აქტივობამ საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც მომავალში ძალიან გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203