ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
13-01-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად წარიმართა. 

მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელის - ფატიმა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, ზამთარს ნამუშევრები მიუძღვნეს. მათ გამოუსადეგარი ნივთები შეაგროვეს და ახალი სიცოცხლე შესძინეს. 

შემდეგ ხელთნაკეთი ნივთები საკლასო ოთახში განათავსეს და საახალწლოდ ლამაზად მორთეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ჯადოსნური განწყობა შექმნეს.

„ხელოვნების სამყაროში ქათქათა ზამთარი შემობრძანდა. მოსწავლეებმა ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს. ისინი დიდი სიხარულითა და მონდომებით იყვნენ ჩართულ საახალწლო სამზადისში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203