„საახალწლო ზღაპარი“ წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში
13-01-2023

ქალაქ წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. მოსწავლეებმა ახალი 2023 წლის შემობრძანებას ღონისძიება - „საახალწლო ზღაპარი“ მიუძღვნეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა „საახალწლო ზღაპარი“, დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესოდ და ხალისიანად წარადგინეს. მათ ღონისძიების მსვლელობისას შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს - ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი იყო. საახალწლო დეკორაციებმა კი საზოგადოებას სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

სკოლის დირექცია ახალი, 2023 წლის შემობრძანებას მთელ საქართველოს ულოცავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203