წალკის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები პიროტექნიკის გამოყენების საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდნენ
13-01-2023
წალკის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეულ საფრთხეებსა და გარემოსთვის მიყენებულ ზიანს კარგად აცნობიერებენ. სწორედ ამიტომ, წინასაახალწლოდ, ნორჩი ეკოკლუბელები პიროტექნიკის გამოყენების საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, რომ ფეიერვერკების გამოყენებით, ხელ უწყობენ ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას და, რომ მათი გამოყენების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ტოქსიკურია როგორც ადამიანებისთვის, ისე ფრინველებისთვისა და ცხოველებისთვის.

მოსწავლეებმა მოკლე ვიდეოც ჩაწერეს, სადაც საზოგადოებას მიმართავენ პიროტექნიკა არ გამოიყენონ. 

„არა ფოიერვერკს! გაუფრთხილდი გარემოს!“,- მოგვიწოდებენ წალკის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203