რუფოთის საჯარო სკოლის გერმანული ენის კლუბის წევრებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზეთი შექმნეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი სხვადასხვა საინტერესო პროექტითა თუ ღონისძიებით იყო დატვირთული. აქტიურობდნენ გერმანული ენის კლუბის წევრებიც, რომლებმაც შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გერმანულენოვანი სასწავლო-შემეცნებითი გაზეთი - Deutschfans, შექმნეს და დაბეჭდეს.
გაზეთზე მუშაობის პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მათ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
კლუბის ხელმძღვანელი თამარ დოლაკიძეა.
იხილეთ ფოტოები: