გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღვაწლმოსილი მასწავლებლის ქალიშვილმა წიგნებით დაასაჩუქრა
13-01-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღვაწლმოსილი მასწავლებლის - შოთა მამისეიშვილის ქალიშვილმა, წარმატებულმა ექიმმა - შორენა მამისეიშვილმა მამის სახელზე მხატვრული წიგნები უსახსოვრა.  

სასკოლო საზოგადოება შორენა მამისეიშვილს ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენი თაობის ისტორია ბატონი შოთა მამისეიშვილისა და მისი თაობის პედაგოგთა სახელებს სათუთად ინახავს“, - აღნიშნეს სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წიგნები მკითხველთ არა მარტო საინტერესო მწერლის შემოქმედებას აზიარებს, არამედ კიდევ ერთ მასწავლებელსა და მის წარმატებულ ოჯახს გააცნობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203