წევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
13-01-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ განსაკუთრებული საზეიმო განწყობა სუფევდა. 

ახალ 2023 წელს სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა, გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ კოსტუმები მოირგეს, თოვლის ბაბუისა და ცხოველების ფორმები ჩაიცვეს. შემდეგ კი ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. 

ღონისძება საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა ყველას განწყობაზე იზრუნეს და ახალ წელს ჟრიამულით შეეგებნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო







 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203