არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
13-01-2023

წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა - „ოცნების“ პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებს სთავაზობენ. ამ მხრივ არც სასწავლო წლის პირველი სემესტრი ყოფილა გამონაკლისი. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში პროექტი - „The Beatles“, განახორცილეს. პროექტი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბავშვებმა გიტარაზე დაუკრეს და The Beatles-ის სიმღერები შეასრულეს.

მოსწავლეები პროექტში ინგლისური ენის მასწავლებელმა - დარეჯან უგლავამ ჩართო. 

დღე ძალიან საინტერესო, განსხვავებული და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. ეს დღე მათთვის კიდევ ერთ საინტერესო და დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203