სამების საჯარო სკოლაში ეკოკომიტეტის წევრებმა თემაზე - „კლიმატის ცვლილება“ კვლევა ჩაატარეს
13-01-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკომიტეტი, რომლის წევრებიც სხვადასხვა პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი. გამონაკლისი არც პირველი სემესტრი ყოფილა.

ამჯერად, სკოლაში პროგრამის მეორე საფეხური - სკოლების მდგრადობის აუდიტი ჩატარდა. ეკოკომიტეტმა კვლევა ჩაატარა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება ჩაერთო. კვლევების ჩასატარებლად სკოლაში თემად - კლიმატის ცვლილება შეირჩა. 

გამოკითვისთვის ეკოკომიტეტმა მის წევრებს, სკოლის დირექციას, ადმინისტრაციას,  საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და მშობლებს კითხვარი ელ.ფოსტისა და სოციალური ქსელების გამოყენებით დაუგზავნა. ხოლო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ბეჭდური კითხავარის საშუალებით გამოიკითხეს.

კვლევის ანგარიში მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203