ჩხორიის საჯარო სკოლის დირექციის წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ესტუმრნენ
13-01-2023

„ჩვენ, შესაძლოა, არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას“- მოჰყავთ დედა ტერეზას სიტყვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში, სადაც სასკოლო საზოგადოებამ წინასაახალწლოდ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია განახორციელა. 

სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, 29 დეკემბერს, სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მასწავლებლები ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში რუხის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათ დღე გაულამაზეს. 

მოსწავლეებმა მათ ცეკვით, სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს დამდეგი შობა -ახალი წელი და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

„მოვიხიბლეთ იმ ატმოსფეროთი, რომელიც იქ სუფევდა და იმ სითბოთი, რომელიც იგრძნობოდა თანამშრომელთა მხრიდან. ვუსურვებთ მათ წარმატებებს კიდევ „მრავალთა კეთილთა საქმეთა საქმნელად“... სიკეთე გადამდებია! ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ მოხუცთა გახარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი მაია არახამია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203