„საახალწლო ტრადიციები საქართველოში“ - ურთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
13-01-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, აქტივობებით თუ ღონისძიებებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეთა პროექტი სახელწოდებით - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში“. პროექტის პედაგოგები - მანანა მალანია და ცირა მიქავა ხელმძღვანელობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოძიებული ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ტრადიციებზე, დადგეს სამეგრელოში დამკვიდრებული ტრადიცია - „კუჩხა“.

შეასრულეს სიმღერები, („ალილო“, „კირიალესა“), რომელთაც საგანგებოდ ასრულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე.

სკოლაში პროექტის ხელმძღვანელებს მადლობას უხდიან. 

„მადლობა, პროექტის ხელმძღვანელებს, რომ ზრუნავენ ჩვენი ძირძველი ადათ-წესების პოპულარიზაციაზე, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობას აცნობენ და გადასცემენ ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარ წეს-ჩვეულებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203