ზღაპრული საახალწლო ღონისძიება შეუბანის საჯარო სკოლაში
13-01-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ შორის, მუსიკალური ნომრები შეასრულეს, თემატური ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და სპექტაკლი გაითამაშეს. 

მოსწავლეებმა დღესასწაული მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს და სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

პედაგოგებმა და ბავშვებმა ერთმანეთს დაუვიწყარი წუთები და ზღაპრული განწყობა აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203