ღების საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა Vll კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებული საახალწლო განწყობა აჩუქა
13-01-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. 

წინასაახალწლოდ, სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - ვერა ლობჯანიძემ სადამრიგებლო Vll კლასის მოსწავლეებს საახალწლო განწყობის შესაქმნელად საკლასო ოთახის ფანჯრები მოუხატა.

მოსწავლეებიც ჩართული იყვნენ სამუშაო პროცესში. მასწავლებელი საკლასო ოთახის ფანჯრები ითვალისწინებდა მათ აზრსა და გემოვნებას.

შედეგი კი შთამბეჭდავი სანახავია. 

„საბოლოდ მივიღეთ სასიამოვნო და ლამაზი ნამუშევრები, რამაც მოსწავლეებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და იყვნენ ძალიან ბედნიერები“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203