პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს 
13-01-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლაში საახალწლო წარმოდგენა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის, მუსიკალური ნომრები შეასრულეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და სპექტაკლი გაითამაშეს. 

მოსწავლეებმა ახალი წელი მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს და ერთმანეთსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

სკოლის დირექცია ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს. 

„ჩვენი სკოლა გილოცავთ შობა-ახალ წელს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203