ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გოგოლაძე ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
13-01-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დაასრულეს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-10 კლასის მოსწავლის გიორგი გოგოლაძის წარმატება. 

მოსწავლე საჩხერეში გამართულ პაოლო იაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში - „ჩემი პარნასი“ მონაწილეობდა. გიორგი გოგოლაძე კონკურსზე, მხატვრული კითხვით, ერთ-ერთ წარმატებულ კონკურსანტად დასახელდა. მას ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203