ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საშობაო სპექტაკლი ნახეს
13-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. ცოდნისა ამაღლება-განმტკიცების და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტერესო პროექტს, აქტივობსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია პროექტი - „წიგნიერების დონის ამაღლება მოსწავლეებში“, რომელიც მე-5 კლასის დამრიგებლმა, ნონა ხმალაძემ და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯორბენაძემ ერთობლივად განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მეტად საინტერესო აქტივობა - მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს ჩარლზ დიკენსის უკვდავი - „საშობაო სიმღერა“, სადაც კარგად არის აღწერილი შობის ისტორია და ეწვივნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრს, გაიმართა სპექტაკლი - „საშობაო სიმღერა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს გაუადვილდათ სპექტაკლის სიუჟეტის აღქმა. სკოლაში დაბრუნებისას იმსჯელეს სპექტაკლსა და ნაწარმოებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის აქტივობის განხორციელებისთვის, სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს აქტიური თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203