ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
13-01-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. გამონაკლისი არც 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ყოფილა. 

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისა და ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრების აქტიური თანამშრომლობით, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

ინტელექტუალური თამაშის მიზანი იყო:

  • სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება;
  • სკოლის მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
  • მოსწავლე ახალგაზრდობის მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
  • ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.
კითხვები შედგენილი იყო გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის საგნების შესწავლილი მასალიდან.

თამაში ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. ჟიურის წარმოადგენდა ორი მშობელი და ორი მასწავლებელი.

სამი გუნდიდან დაგროვილი ქულების საფუძველზე გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც 16 იანვარს იასპარეზებენ და ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203