აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „კიბერკაბინეტი დევნილი მოსწავლეებისთვის“ ხორციელდება
12-01-2023

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა - ნანა ჯალაღონიამ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - ვესელინ ვალკანოვმა პროექტის - „კიბერკაბინეტი დევნილი მოსწავლეებისთვის“ , ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

პროექტის განსახორციელებლად გრანტი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის განხორციელებამაც სტარტი აიღო. აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მიიღონ ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ასევე, მათ ციფრულ სამყაროსთან ხარისხიანი წვდომა ექნებათ და ცოდნას ამ სფეროში, მხოლოდ, IT გაკვეთილებზე არ განიმტკიცებენ.

სკოლა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ, მხარდაჭერის, მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომისთვის მადლიერებას გამოხატავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203