თბილისის N143 სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ
12-01-2023

თბილისის N143 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და უნარების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავენ.

მასწავლებლები ბავშვებს სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. ამჯერად კი, მე-53 კლასის მოსწავლეები(დამრიგებელი ეკატერინე ქართველიშვილი),  მშობლებთან ერთად, პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“, ფარგლებში ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ.

მეხუთეკლასელებმა კინო, თეატრის, მუსიკის და ქორეოგრაფიის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს. ასევე, მხატვარ ენდი მეყანწიშვილის პერსონალურ გამოფენას - „შობის ანგელოზები“, დაესწრნენ. მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებსაც გაეცნენ. მათ შორის მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ აქტივობაში და პრაქტიკული დავალება შეასრულეს - წლის სიმბოლოს - კურდღლის ფიგურა დაამზადეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203