ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალ წელს ზღაპრული ღონისძიება მიუძღვნეს
12-01-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით შეეგებნენ.

სკოლაში, l-lV კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო ზეიმი გაიმართა. ბავშვებმა ღონისძიების მსვლელობისას, შემოქმედებითი უნარები ბრწყინვალედ გამოავლინეს. ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილნი წარდგნენ. ღონისძიების მსვლელობისას, იცეკვეს იმღერეს, საინტერესო აქტივობები შეასრულეს და შობა ახალი წელი ყველას მიულოცეს. მათ 2023 წელს დამსწრე საზოგადოებას ოცნებების ასრულება უსურვეს.

დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ღონისძიების დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203