თბილისის N143 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
12-01-2023

თბილისის N143 საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო სემესტრი საახალწლო ღონისძიებით -„მრავალ ახალ წელს!“, დაგვირგვინდა.

ღონისძიება 27 დეკემბერს, I2 კლასის მოსწავლეებმა ჩატარეს, კლასის დმრიგებელ, შორენა ჯიშკარიანის და მუსიკის მასწავლებელ, მზია გაგნიძის ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყვეს, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს, გამოწყობილნი იყვნენ სადღესასწაულო სამოსში, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგს ღონისძიების ჩატარებისთვის და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203