„ცირკი“ - თბილისის N141 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
12-01-2023

თბილისის N141 საჯარო სკოლაში, პირველი სემესტრის ფარგლებში თემაზე - „ცირკი“, პროექტი განხორციელდა, რომელშიც მესამეკლასელები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა საახალწლოდ, პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს ცირკის ისტორიის შესახებ მასალა, შეასრულეს საცირკო ნომრები და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

პროექტს პედაგოგები, ნათია კიკალიშვილი და ბელა ვეფხვაძე ხელმძღვანელობდნენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ასეთი წარმოდგენისთვის და მომავალ საქმიანობებში წარმატებას უსურვებს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203