ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს
12-01-2023
ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით, ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. 

ისინი შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულები არიან. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში დიდი მონდომებით ერთვენიან და წარმატებას ხშირად აღწევენ. 

წარმატებით დასრულდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ კომპონენტების „საგნობრივი ოლიმპიადა“, „კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის“- ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.

მასში ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ. 

„პირველი ადგილი ჩვენია. ვულოცავ ბავშვებს, პედაგოგებს, სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203