„მოვაგვაროთ კონფლიქტი ჩანასახშივე“ - ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს
12-01-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის „ჯვარცხმის ცეროდენკლუბის“, წევრებმა, პირველ სასწავლო სემესტრში, სასკოლო პროექტის - „მოვაგვაროთ კონფლიქტი ჩანასახშივე“ ფარგლებში პოსტერები დაამზადეს.
მოსწავლეები, სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ჯგუფურად დაამზადეს პოსტერები და წარადგინეს კლასის წინაშე.
მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები ეჩვევიან ჯგუფთან ერთად მუშაობას. ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის, ამით მოტივაცია კიდევ უფრო მეტად უმაღლდებათ.
ჩაისუბნის საჯარო სკოლა, მოსწავლეებს ხელს უწყობს აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში და მოახერხონ საკუთარი თავის რეალიზება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს