აღაიანის საჯარო სკოლაში სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა
12-01-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში, წლის ბოლოს საახალწლო ჟრიამული იგრძნობოდა, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა მოუწყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. სადღესასწაულო ფორმაში გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ბავშვებმა საზეიმოდ მორთეს, როგორც საკლასო ოთახი, ასევე სკოლის ეზო. ნაძვის ხე და თემატურად სხვადსხვა, მათთვის საყვარელი ზღაპრული პერსონაჟი დახატეს.
მოსწავლეები ამაღლებული განწყობითა და ახალი შემართებით, მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებას ელიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს