ქუთაისის N40 საჯარო სკოლა, ტრადიციულად, წინასაახალწლოდ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
12-01-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ყოველ წელს აქტიურად ერთვება საქველმოქმედო აქციაში, არც 2022 წელო იყო გამონაკლისი. მოსწავლეები, პროცესში დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ.

საქველმოქმედო აქციას ორგანიზაცია - „გვირილა“, ახორციელებს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს V კლასის და II კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელებთან დარეჯან ნემსაძესთან და ნათია ჟორჟოლიანთან ერთად.

აქციის - „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“, ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს საკვები (არამალფუჭებადი) და პირადი ჰიგიენის საშუალებები, რომლითაც სუსხიანი ზამთრის გადატანას შეუმსუბუქებენ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, მოსწავლეების ღონისძიებაში ჩართულობა, როდესაც საკუთარი ხელით ამზადებენ საჩუქრებს მათი თანატოლებისა თუ მოხუცებისათვის, ისინი ბავშვობიდან ეჩვევიან სიკეთის კეთებას.

„ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი, მოხუცი და ბავშვი ელოდება ჩვენგან ხელის გაწვდენას წინასაახალწლო დღეებში. მოხარულები ვართ რომ ორგანიზაცია „გვირილას“ საშუალებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა არაერთი საქველმოქმედო აქციის განხორციელება შეძლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203