გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების ხელმძღვანელობით საახალწლო ღონისძიება გამართეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა შთამბეჭდავი სანახაობა მოუწყვეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ასევე ჰქონდათ საშობაო პიესა წარმოდგენილი.
ღონისძიების მიწურულს სკოლას თოვლის პაპაც ესტუმრა და მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.
პედაგოგებს გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ამაღლებული განწყობა და ამაზე მაქსიმალურად ზრუნავენ.
„იყო ბევრი ღიმილი, ფერადოვნება და ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: