იგოეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვეს
12-01-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

მეოთხეკლასელებმა საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვეს. „არა ფეიერვერკს, არა!“ - ეს სლოგანი სწორედ მათ ეკუთნით.

მოსწავლეებმა საკითხის ირგვლივ ინფორმაცია მოიძიეს, იმსჯელეს, გაიხსენეს საკუთარი ცხოველებისა და ფრინველების ქცევა ფეიერვერკის ხმის გაგონებისას. გარდა ამის, ის ბოლიც არ დავიწყნიათ, რითიც პიროტექნიკა გარემოს აზიანებს. ამის შემდეგ, ნააზრევი ფურცლებზე გადაიტანეს, სლოგამი შექმნეს და პიროტექნიკის ჩსანაცვლებლად არაჩვეულებრივი იდეები მოიფიქრეს. 

აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ჩაერთო. 

„ჩვენ დიდი მოტივაციით შევუერთდით ნათია დავითაიას და წმ. შუშანიას სკოლის მოსწავლეთა კამპანიას - „არა ფეიერვერკს''. ლელა ცუცქირიძემ სწორედ დროულად მოგვაშველა ძალიან კარგი „ბუ ბუბუს დღიური'' , ხოლო ნათია ბოლქვაძემ ელ.წიგნი.
ინფორმაცია სკოლის საახალწლო დღესასწაულზე მშობლებს, მასწავლებლებს, სტუმრებს გავაცანით და ჩვენ გვჯერა, რომ წელს შემცირდება ფეიერვერკის, პირიტექნიკა გამოყენება!
ყველას ბედნიერ და მხიარულ ახალ წელს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203