„ფესტივალები და ზეიმები“ - ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
12-01-2023

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში 1-ელი სემესტრი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი მაია ბურჭულაძე) , ინგლისურის მასწავლებლის - ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით, სემესტრის დასასრულს საინტერესო პროექტი - „ფესტივალები და ზეიმები“, (Festivals and Celebrations) - პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსა და წეს-ჩვულებებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს თემები - თუ სად და როგორ ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ახალ წელს. მეექვსეკლასელებმა საინტერესო ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პროექტზე მუშაობისას საჭირო ცოდნას იღებენ და ასევე, გუნდურ მუშაობასაც ეჩვევიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203