„ახალი, 2023 მათემატიკოსთა ქალაქში“ - თბილისის N16 სკოლის IV კლასში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, ამ მხრივ გამორჩეული იყო პირველი სემესტრიც.
სკოლის IVბ კლასში მათემატიკის მასწავლებლმა, სოფო ხელაძემ ჩაატარა კონკურსი თემაზე - „ახალი 2023 მათემატიკოსთა ქალაქში“.
კონკურსის მიზანი იყო:
- მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.
- ასევე, აუცილებელია მათ, გაიზიარონ პასუხისმგებლობა, აუმაღლდეთ მოტივაცია და გამოავლინონ კეთებით სწავლების უნარ-ჩვევები.
კონკურსი მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მასში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამოვლინდა საუკეთესო ხუთი ნამუშევრის ავტორი, რომლებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: