თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო კარნავალი
12-01-2023

თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ზეიმით გააცილეს და ახალი, 2023 წლის შემობრძანებას საახალწლო კარნავალი მიუძღვნეს.

მოსწავლეები ლამაზ სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხს და დრო ხალისიანად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ზღვა ემოციებით იყო სავსე, მოსწავლეებიც და დამსწრე საზოგადოებაც ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ. კარნავალის მონაწილეებმა იქ მყოფი ადამიანებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

სკოლა დირექციას, ორგანიზატორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203