თბილისის N136 სკოლის II კლასში ინტეგრირებული საშობაო ღონისძიება -„საიდუმლო სანტა“ გაიმართა
12-01-2023

თბილისის N136 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. სემესტრი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, ინტეგრირებული საშობაო ღონისძიება.

27 იანვარს, დამრიგებელმა - ქეთევან ყურაშვილმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა - ვიქტორია ნადარეიშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა - სოფო სიმონიანმა II კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული საშობაო ღონისძიება -„საიდუმლო სანტა“.

მოსწავლეებმა იმღერეს და ქართულ და ინგლისურ ენებზე ლექსები წარმოთქვეს, ბავშვებმა ასევე ეროვნული და ევროპული ცეკვები იცეკვეს და „საიდუმლო სანტა“ გაითამაშეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203