შომახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
12-01-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლა სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

მოსწავლეებმა, ხელმძღვანელ მასწავლებლებთან ერთად, სასკოლო თემს ახალი წელი მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად იზეიმეს და ბევრი იხალისეს. 

შომახეთის საჯარო სკოლა 2023 წელს მთელ საქართველოს ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203