ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში
12-01-2023
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ სემესტრში არაერთხელ ჩაერთნენ შემეცნებით პროექტებსა და ოლიმპიადებში, მათ შორის აღსანიშნავია „ევერესტის“ ოლიმპიადა, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ოქროს ტურში გამარჯვებულები, ოქროსა და ვერცხლის სიგელთა დაჯილდოვებული მოსწავლეები არიან: ანდრია დოგრაშვილი, თებეა ლობჟანიძე,  იოანე ლომიძე, სანდრო კვაჭაძე, მარიამ ნემსიწვერიძე, გაბრიელ კაკაბაძე, გაბრიელ ბარდაველიძე და ელენე გაგნიძე.

ბავშვების წარმატება, გახდა სტიმულის მიმცემი სხვა მოსწავლეებისთვის, მათაც გაუჩნდათ სურვილი რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.

„საუკეთესოთა შორის საუკეთესონი ,ოლიმპიადა „ევერესტის" ოქროს ტურში გამარჯვებულნი“…  - ასე მოიხსენიებს სკოლის დირექცია წარმატებულ მოსწავლეებს, ასევე, ულოცავს მათ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203