ნიგვზარის საჯარო სკოლას მოხალისეობრივი, საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
12-01-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად დაასრულა. მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა პროექტსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და წარმატებასაც აღწევდნენ. 

მათ შორის, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის“, რომლის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნიგვზარის საჯარო სკოლას მადლობის სიგელი გადაეცა, მოსწავლეები კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდისა“ და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის მიერ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203