გორისის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
12-01-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა. პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ისინი სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

ბავშვებმა ახალი წელი მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს და ერთმანეთსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203