ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები წინასაახალწლოდ კინოთეატრს ესტუმრნენ
12-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის წინასაახალწლოდ შემეცნებით-გასართობი ხასიათის გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა მე-2 მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები წაიყვანეს საბავშვო კინოთეატრში, სადაც ბავშვებმა „თოვლის დედოფალს“ უყურეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ნაწარმოები - „თოვლის დედოფალი“, ასევე ნახეს ანიმაცია, რითაც გაუადვილდათ სპექტაკლის სიუჟეტის აღქმა.

მოგვიანებით, ბავშვებმა იმსჯელეს სპექტაკლსა და ნაწარმოებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203