არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში დაფინანსება მოიპოვეს
12-01-2023

პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად და წარმატებით დაასრულეს. 

არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა კიპაროიძემ, მარიამ ბაზაძემ და მარიამ ლაბუჩიძემ მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და დაფინანსება მოიპოვეს.

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს პროექტი -„უსაფრთხო წყლის ადვოკატები“.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი გამოცხადებული იყო პროექტის - „მოხალისე წყლის ადვოკატები,“ ფარგლებში, რომელსაც „ჰელფინგ ჰენდი“ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203