ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კიკუტაძემ ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზა
12-01-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად და წარმატებით დაასრულეს. 

21 დეკემბერს, ნინო ხურციძის სახელობის ვანის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა წინასაახალწლო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც, ვანის საჯარო და კერძო სკოლების უმცროსკლასელი (2012-13-14-15 წწ. დაბადებული) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მათ შორის მესამე ადგილი დაიკავა ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კიკუტაძემ.

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203