ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სემესტრი მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა
12-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს ზეიმით შეეგებნენ.  

დაწყებითი კლასის მოსწავლეები, დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სიტყვებით, სიმღერებით, ცეკვებით და თეატრალური ნომრებით წარდგნენ. ასევე, მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე კახეთისა და სვანეთის საახალწლო ტრადიციები ასახეს. ბავშვებმა წარმოადგინეს თუ როგორ ხვდებიან აღნიშნულ კუთხეებში ახალ წელს, ტრადიციული სუფრითა და ცეკვა სიმღერით.

სკოლის დირექტორი ნათია ფუტკარაძე გაწეული შრომისთვის და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მადლობას უხდის - თეონა მახარაძეს, მზევინარ საგინაძეს, მადონა დეკანაძეს, სალომე ხუციშვილსა და ნონა ხმალაძეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203