ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ახალ წელს ღონისძიება მიუძღვნეს
12-01-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა - თეკლა თვალაბეიშვილმა, სალომე თვალაბეიშვილმა და ელენე ჯულაყიძე ახალი, 2023 წლის შემობრძანებას საახალწლო ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ, დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთან ახალი წელი იზეიმეს და ბევრი იხალისეს. 

სკოლის დირექცია შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს. 

„გილოცავთ, ყველას ახალ წელს, ფეხბედნიერი, მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203