„ბოშები საქართველოში“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
11-01-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე კომპლექსურ დავალებებს ხშირად ასრულებენ.

მოსწავლეთათვის 1-ელი სემესტრი ნაყოფიერი და წარმატებული იყო. მათ დიდი ინტერესითა და მონდომებით იმუშავეს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის აღსანიშნავია, VIII კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება, თემაზე - „ბოშები საქართველოში“. ბავშვებმა ეს დავალება საინტერესო პრეზენტაციის სახით წარადგინეს. მერვეკლასელებმა ბოშათა ტრადიციებზე, სარწმუნეობაზე, მათ დღესასწაულებსა და კერძებზე ისაუბრეს. ასევე წაიკითხეს თავიანთი ვერსია, თუ როგორ დაასრულებდნენ ნ.დუმბაძის ნაწარმოებს - „ბოშები“.

პრეზენტაციას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ფარტენაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203